WebQuest

ქართული ენა და ლიტერატურა

Teacher Page

20180711031144ybydu.jpg

დასკვნები და რეკომენდაციები

პროექტის დაგეგმვისას უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი:

  • რამდენად  მნიშვნელოვანი/აქტუალურია პრობლემა, რომლის განხორციელებასაც პროექტით ვაპირებთ;
  • საკმარისია თუ არა ჯგუფის კომპეტენცია პროექტით დასახული მიზნებისა და დაგეგმილი შედეგების მისაღწევად;
  • პრობლემა, ან მისი გადაჭრის გზები წარმოადგენს თუ არა სიახლეს და ითხოვს თუ არა შემოქმედებითობას;
  • დაგეგმილი პროექტი ემსახურება თუ არა თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას;
  • არსებობს თუ არა საკმარისი მატერიალური და ადამიანური რესურსი პროექტის განსახოციელებლად;
  • საკმარისია თუ არა დანიშნული ვადები პროექტის შედეგების მისაღებად;
  • არის თუ არა გუნდის წევრთა შორის ფუნქციები განაწილებული ისე, რომ გამოჩნდეს თითოეული წევრის ძლიერი მხარე;
  • სასურველია, რომ სხვადასხვა საგნისა ან საგნობრივი ჯგუფის პედაგოგებმა ერთობლივად დაგეგმონ და განახორციელონ სასწავლო პროექტები, რადგან საგანთა მომცველი - ინტერდისციპლინურ პროექტები მონაწილეობა მოსწავლეებს ეხმარება ერთი და იმავე საკითხის მრავალი კუთხით დანახვაში.

Standards

ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მიზნები და ამოცანები 

პიროვნების საერთო კულტურა, საკომუნიკაციო და პროფესიული უნარ-ჩვევები სწორედ მშობლიური ენის საფუძველზე ყალიბდება. ის ქმნის იმ ძირითად ბაზისს, რომელსაც ეფუძნება ადამიანის თავისუფალი განვითარების მთელი შემდგომი პროცესი. სწორედ ამის გათვალისწინებით განისაზღვრება ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების ძირითადი მიზნები:
• განუვითაროს მოზარდს ძირითადი სამეტყველო უნარები (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი);
• გამოუმუშაოს წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა;
• განუვითაროს საკუთარი აზრის ლოგიკური თანამიმდევრობით გამოთქმისა და სხვადასხვა დანიშნულების წერილობითი ტექსტის შექმნის უნარი;
• ჩამოუყალიბოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების უნარი;
• შეაყვაროს კითხვა; გამოუმუშაოს ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის ფაქტის, აღქმისა და გაცნობიერების უნარი;
• გააცნობიერებინოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურა, როგორც ცვლილებისა და განვითარების მუდმივმოქმედი პროცესი.

საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება სკოლაში ითვალისწინებს კონკრეტული ამოცანების გადაჭრას. ამგვარ ამოცანებს წარმოადგენს:
• კალიგრაფიული კულტურის გამომუშავება;
• ლექსიკური მარაგის შევსება-გამდიდრება;
• აზრის ცხადად, ლაკონიურად, მკაფიოდ და მწყობრად გამოხატვის უნარის ჩამოყალიბება;
• მსჯელობის უნარის განვითარება;
• სააზროვნო მოქმედებათა (ანალიზი, შედარება, განზოგადება) განვითარება ენობრივ (ტექსტობრივ) საფუძველზე;
• ფუნქციურად და შინაარსობრივად მრავალფეროვანი ტექსტების შესწავლისა და გააზრების უნარის ჩამოყალიბება;
• ტექსტებთან შემოქმედებითი (თავისუფალი) დამოკიდებულების გამომუშავება;
• დისკუსიებში მონაწილეობა, მონოლოგური და დიალოგური მეტყველების უნარ-ჩვევათა ჩამოყალიბება;
• ტექსტის ანალიზის უნარის განვითარება;
• საგანმანათლებლო მიზნით სხვადასხვა რესურსით (ლექსიკონები, ბიბლიოთეკა, ინტერნეტი და სხვ.) სარგებლობა;
• სამეტყველო ეტიკეტის ნორმების დაცვა;
• ტექსტის აგების კანონზომიერების გათვალისწინებით ტექსტის შექმნა;
• მიზნობრივი ამოცანის შესატყვისი სტილით წერა და მეტყველება;
• ორთოგრაფიული და პუნქტუაციური ნორმების სათანადოდ გამოყენება;
• სხვადასხვა სახის, სტილისა და ჟანრის ტექსტების ანალიზისა და შექმნის უნარის გამომუშავება;
• მწერლის შემოქმედების გააზრება სუბიექტური (მწერლის ცხოვრების მნიშვნელოვანი ფაქტები და მომენტები) და ობიექტური (ეპოქის ზოგადი კონტექსტი) ფაქტორების გათვალისწინებით;
• ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული პრობლემატიკის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, პიროვნული პოზიციის ჩამოყალიბება და მისი არგუმენტირება;
• ლიტერატურულ ნაწარმოებებში ასახული ფასეულობების აღქმა-გააზრება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;
• ქართული და მსოფლიო ლიტერატურული პროცესებისა და უნივერსალური ლიტერატურული თემების ურთიერთკავშირის გააზრება.

Credits

credits -  https://images.google.com/

Other

უნარები, რომლებიც შეიძლება შეფასდეს პროექტის განხორციელების პროცესში:

  • პრობლემის განსაზრვრის;
  • ინფორმაციის მოძიების;
  • თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების;
  • საქმიანობის ორგანიზების;
  • შემოქმედებითობის;
  • მოძიებული ინფორმაციის კლასიფიკაციის;
  • შედეგების ანალიზის;
  • პრობლემის გადაჭრის;
  • გადაწყვეტილებების მიღების.

Attachments


File

Web Link

The Public URL for this WebQuest:
http://zunal.com/webquest.php?w=385607
WebQuest Hits: 1,799
Save WebQuest as PDF

Ready to go?

Select "Logout" below if you are ready
to end your current session.