WebQuest

ქართული ენა და ლიტერატურა

Introduction

20180711125933RuNeR.jpg

''...და ხალხმა ერთხმად იგრიალა:
– ჩავაქვავოთ! ჩავაქვავოთ!
და ბრბოს სამართალი – უბრალო და მრასხანე – შადრევანივით ამოვარდა. ბრაზი რისხვას მოაჯდა, ორივემ შურისძიებას აღვირი მიუშვა და დეზი წაჰკრა.
დათას დედა, თმაგაწეწილი და ელდანაცემი, დაფეთებული დარბოდა, აქეთ-იქით აწყდებოდა და ხრინწიანი ხმით იხვეწებოდა:
– ხალხო, მაპატიეთ… ხალხო, მე მაპატიეთ…
პასუხად კი იგივე ერთი სიტყვა ისმოდა:
– ჩავაქვავოთ! ჩავაქვავოთ! "

 ძალადობის თემა ყოველთვის აქტუალურია საზოგადოებაში, მოთხრობების ,,მარიტა",  ,,ეშმაკის ქვა",  ,,ამოდის, ნათდება" შესწავლის შემდეგ მოსწავლეები ხედავენ ძალადობით მიყენებულ დანაშაულს, იქნება ეს ფსიქოლოგიური, სხვისი პირადი ცხოვრების ხელყოფა, ასაკობრივი დისკრიმინაცია, რასაც ეიჯიზმს უწოდებენ თუ ბრბო, რომელსაც ჯანსაღი აზრი არ გააჩნია და ვიღაცის დასაღუპავად არის მომართული. ძალადობას არა აქვს საზღვრები და ყველგან შეიძლება შევხვდეთ ამგვარ ფაქტებს, სწორედ ამიტომ მოსწავლეთა ჩართულობა ამ საკითხში ძალიან მნიშვნელოვანია.  ამ პროექტით კი დაინახავენ პრობლემას და იმუშავებენ ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე.

  • პროექტში ჩართულია სხვადასხავა კლასის მოსწავლე
  • პროექტის ხანგრძლივობა 3 კვირა
  • მოსწავლეები მუშაობენ წყვილში და ჯგუფურად, ჯგუფის მინიმალური და მაქსიმალური წევრები 4-6
  • შეხვედრები პარასკევს გაკვეთილების შემდეგ
  • მომზადდება ყოველი შეხვედრის ანგარიში


The Public URL for this WebQuest:
http://zunal.com/webquest.php?w=385607
WebQuest Hits: 1,783
Save WebQuest as PDF

Ready to go?

Select "Logout" below if you are ready
to end your current session.