WebQuest

მრავალი შემოქმედის მუზად ქცეული მედეა

Introduction

20160523075030anyLe.jpg

პროექტის დაგეგმვისას გამოყენებულ იქნება ამერიკელი ფსიქოლოგის ჰოვარდ გარდნერის "მრავალმხრივი ინტელექტის თეორია", რომელიც თვლიდა, რომ ადამიანებს აქვთ, სულ მცირე, რვა ერთმანეთისგან განსხვავებული უნარი ანუ მრავალმხრივი ინტელექტი. ეს უნარებია: ლინგვისტური/ენობრივი, ლოგიკურ-მათემატიკური, ფიზიკურ-კინესთეტიკური, სივრცული, ნატურალისტური, ინტერპერსონალური(პიროვნებათაშორისი) და ინტრაპერსონალური(შიდა პიროვნული). ამასთან ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გარდნერის აზრით, ყველა ბავშვს რვავე ტიპის ინტელექტი გააჩნია და შეუძლია მათი საკმაოდ მაღალ დონეზე განვითარება. თუმცა, პატარა ასაკიდანვე ბავშვები უკვე იწყებენ გარკვეული მიდრეკილებების გამომჟღავნებას. როცა ისინი სკოლაში პირველად მიდიან, შეიძლება ითქვას, რომ მათ უკვე ჩამოყალიბებული აქვთ სწავლის სტილი. ისინი სწავლის დროს ზოგიერთი ტიპის ინტელექტს უფრო მეტად იყენეებენ, ვიდრე სხვებს. გარდნერის ამგვარი კლსიფიკაცია გვეხმარება დავადგინოთ, თუ ვის როგორ ურჩევნია ან უადვილდება სწავლა, ინფორმაციის გადამუშავების რომელ მეთოდებს ანიჭებს უპირატესობას და ა.შ.
ამ პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიზანსაც სწორედ ის წარმოადგენს, რომ მაქსიმალურად მოხდეს სწავლების მეთოდების მორგება მოსწავლის ინდივიდუალურ უნარებზე, შესაბამისად, აუცილებელია სწავლებისა და სწავლის მრავალფეროვანი სტრატეგიების ფლობა და გამოყენება, რაც სასწავლო პროცესში მოსწავლეთა მეტად ჩართვას განაპირობებს.

The Public URL for this WebQuest:
http://zunal.com/webquest.php?w=318031
WebQuest Hits: 2,075
Save WebQuest as PDF

Ready to go?

Select "Logout" below if you are ready
to end your current session.